четверг, 15 декабря 2016 г.

მთავარი


         საკონსულტაციო და სასწავლო-ტრენინგ-ცენტრი უნიკო-Unico  ბუღალტერიის კურსით დაინტერესებულ ნებისმიერ  პირს  თავაზობს ცხრა თვიან პროგრამას ბუღალტერიის პროფესიის დასაუფლებლად .
        საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან, საერთაშორისო სტანდარტებით, თეორიასთან ერთად ისწავლება საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება პრაქტიკული ამოცანებითა და სავარჯიშოებით. ასევე ვიწვევთ მოქმედ ბუღალტრებს ან მათ, ვისაც უკვე გავლილი აქვს საბაზო კურსი და სურს კვალიფიკაციის ამაღლება. გთავაზობთ:
  • ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს)
ü  დამწყებთათვის - I დონე 
ü  ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება (II დონე) (ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით)

  • ბუღალტერია+ორისი (ინტეგრირებული კურსი
  • ბუღალტერია (ბასს)+ორისი+საგადასახადო კოდექსი (ინტეგრირებული კურსი)
  • დამწყებთათვის - დეკლარაციების შევსების ტექნიკის კურსი 
  • ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის 
  • სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება 
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები: ორისი, სუპერფინი 
  • საგადასახადო კოდექსი 
  • ბუღალტრის მოსამზადებელი ცხრა თვიანი პრაქტიკული და თეორიული პროფესიული კურსი 


მასწავლებლებად მოწვეულნი არიან მხოლოდ პროფესიონალები.  ბუღალტრული სწავლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოქმედი ბუღალტრები, აუდიტორები, იურისტები.

კურსის მიზანია ბუღალტრული აღრიცხვისა და მომიჯნავე დისციპლინების შესწავლის საფუძველზე მიღებული ცოდნით შეძლოთ საგადასახადო კოდექსში, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში დამოუკიდებლად საქმის წარმოება.

ამ კურსის ფარგლებში მსმენელი:
  • ისწავლის ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს, ფასს). თეორიული მასალას ახლავს პრაქტიკული მაგალითები.
  • საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო კოდექსს და კარგად გაერკვევა კოდექსის ცალკეული მუხლის ყველა ნიუანსში. პრაქტიკული მაგალითებით დაეუფლება ცოდნას, , შეიძენს თეორიულ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევას.
  • საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკას: საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, აქციზი, მოგების გადასახადის დეკლარაცია, ქონების გადასახადის დეკლარაცია, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), განაცემთა შესახებ ინფორმაცია, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება;
  • ისწავლის ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვას ორის-ის პროგრამაში: ქმნით ვირტუალურ კომპანიას და აწარმოებთ ბუღალტრულ აღრიცხვებს პროგრამულად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების მაგალითზე გაიმდიდრებთ ბუღალტრისათვის აუცილებელ პროფესიული უნარ-ჩვევებს, მიიღებთ ცოდნას და შეძლებთ, მოაწესრიგოთ საკუთარი კომპანიის დოკუმენტაცია დროის დაკარგვის გარეშე;
  • ისწავლის მონაცემთა ბაზის შექმნას და დამუშავებას საოფისე პროგრამა ექსელის ფორმატში. გაეცნობით მათემატიკურ, სტატისტიკურ, ფინანსურ, ძებნის, დახარისხების, გაფილტვრის და მონაცემთა დამუშავების სხვა ფუნქციებს;
  • გაივლის სტაჟირებას არსებული საწარმოს მაგალითზემოქმედი კომპანიის მაგალითი     (კომპანიის შექმნიდან, მისი პირველი სამეურნეო წლის ოპერაციების ბუღალტრული გატარებითა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის ჩათვლით) დაეხმარება მსმენელს დამოუკიდებლად აწარმოოს ბუღალტრული მომსახურება.
სწავლის განმავლობაში ტარდება შუალედური ტესტირებები, ბოლოს შემაჯამებელი ტესტირება
სერთიფიკატი: კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი
დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია კურსზე :
რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1OkgxdvKjRe3g1tOfzPqtgTOpD9DOi81hJPYrXVwtVW4/prefill

ტელ: (+995 32) 2 303 990, (+995 593424734, (+995 551) 424734
  • ქ.თბილისი, ქავთარაძის 16ა (35-ე საჯარო სკოლა, მე-4 სართული) ბოლო ოთახი
ელ. ფოსტა:  unico.ge@gmail.com
ვებ-გვერდი:  http://unico-unico-unicounico.blogspot.com
Facebook:   
https://www.facebook.com/profile.php?id=100001884034318