ბუღალტერია (ბასს)+ორისი+საგადასახადო კოდექსი

გაკვეთილებზე თეორიული მასალის ათვისება ხდება  პრაქტიკული მაგალითებით. ბუღალტრული და საგადასახადო საბუთების აღრიცხვა-წარმოების შესწავლა მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით. მსმენელი კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეძლებს აწარმოოს ბუღალტრული საქმე.
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს

  • ფინანსური ანგარიშგება და მისი შემადგენელი ელემენტები 
  • ბალანსი
  • ლიკვიდურობა
  • ბუღალტრული ანგარიშები
  • რეგისტრაციის ჟურნალი და საცდელი ბალანსი
  • საცდელი ბალანსის შედგენის წესი
  • მოგება-ზარალის ანგარიშგება და მისი შედგენის თანმიმდევრობა
  • ცვლილებების ასახვა შემოსავლებსა და ხარჯებზე
  • მარაგების გაყიდვა
  • შემოსავლებისა და ხარჯების გადატანა მოგება-ზარალის ანგარიშზე
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის აღრიცხვა
  • დაუმთავრებელი წარმოება
  • მოთხოვნის აღრიცხვა
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრა
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებების ცვეთა
  • ვალდებულებების აღრიცხვა
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • იჯარის აღრიცხვა
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
  • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
  • ბუღალტრული ანგარიშგების დანიშნულების მოკლე განმარტებები
  • შემაჯამებელი ამოცანები
    თუ მსმენელმა ვერ შესძლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისება, მას აქვს შესაძლებლობა ხელახლა გაიაროს პროგრამა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. კურსის დასრულების და მუშაობის დაწყების შემდეგ ყოფილ მსმენელებს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევათ კონსულტაცია უფასოდ.
    სახელმძღვანელო გადმოგეცემათ საჩუქრად
ამ კურსის ფარგლებში მსმენელი:
  • ისწავლის ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს, ფასს). თეორიული მასალას ახლავს პრაქტიკული მაგალითები.
  • საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო კოდექსს და კარგად გაერკვევა კოდექსის ცალკეული მუხლის ყველა ნიუანსში. პრაქტიკული მაგალითებით დაეუფლება ცოდნას, , შეიძენს თეორიულ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევას.
  • საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკას: საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, აქციზი, მოგების გადასახადის დეკლარაცია, ქონების გადასახადის დეკლარაცია, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), განაცემთა შესახებ ინფორმაცია, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება;
  • ისწავლის ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვას ორის-ის პროგრამაში: ქმნით ვირტუალურ კომპანიას და აწარმოებთ ბუღალტრულ აღრიცხვებს პროგრამულად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების მაგალითზე გაიმდიდრებთ ბუღალტრისათვის აუცილებელ პროფესიული უნარ-ჩვევებს, მიიღებთ ცოდნას და შეძლებთ, მოაწესრიგოთ საკუთარი კომპანიის დოკუმენტაცია დროის დაკარგვის გარეშე;
  • ისწავლის მონაცემთა ბაზის შექმნას და დამუშავებას საოფისე პროგრამა ექსელის ფორმატში. გაეცნობით მათემატიკურ, სტატისტიკურ, ფინანსურ, ძებნის, დახარისხების, გაფილტვრის და მონაცემთა დამუშავების სხვა ფუნქციებს;
  • გაივლის სტაჟირებას არსებული საწარმოს მაგალითზემოქმედი კომპანიის მაგალითი     (კომპანიის შექმნიდან, მისი პირველი სამეურნეო წლის ოპერაციების ბუღალტრული გატარებითა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის ჩათვლით) დაეხმარება მსმენელს დამოუკიდებლად აწარმოოს ბუღალტრული მომსახურება..
სერთიფიკატი: კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი

დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია კურსზე :
რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1OkgxdvKjRe3g1tOfzPqtgTOpD9DOi81hJPYrXVwtVW4/prefill

ტელ: (+995 32) 2 303 990, (+995 593424734, (+995 551) 424734
  • ქ.თბილისი, ქავთარაძის 16ა (35-ე საჯარო სკოლა, მე-4 სართული) ბოლო ოთახი
ელ. ფოსტა:  unico.ge@gmail.com
ვებ-გვერდი:  http://unico-unico-unicounico.blogspot.com
Facebook:   
https://www.facebook.com/profile.php?id=100001884034318

Комментариев нет:

Отправить комментарий