ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება (II დონე) (ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით)

მოცემულ კურსზე ვიწვევთ მსენელებს, ვისაც გააჩნია დამწყები ბუღალტრის გამოცდილება ან ვისაც უკვე გავლილი აქვს კურსი ბუღალტერია (ბასს) დამწყებთათვის და სურთ გაიღრმავონ ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა, ასევე ეკონომისტებისთვის, მომავალი ფინანსური მენეჯერებისთვის, ბიზნესის ხელმძღვანელებისათვის და შესაბამისი სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისთვის. პროგრამაში ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საკითხებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების(ფასს) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) მოთხოვნათა შესაბამისად.

კურსის სასწავლო პროგრამა, რომლის თემატიკაც წარმოდგენილია ქვემოთ, გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით და სიტუაციური კეისებით:
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა გარე მომხმარებლებისთვის
Ø  ბუღალტრული აღრიცხვის ფუძემდებლური პრინციპები
Ø  ფინანსური ანგარიშგების არსი, მიზანი, სრული პაკეტი, ძირითადი დაშვებები
Ø  ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები;
Ø  ფინანსური ანგარიშგების ელემენტები, მათი აღიარება და შეფასება
  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი
Ø  ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მუხლების აღიარება და შეფასება
Ø  ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადების მეთოდები;
  • მოგებისა და ზარალის და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება
Ø  მოგებისა და ზარალის ანგარიშგების ელემენტების აღიარება და შეფასება;
Ø  სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგების მუხლების აღიარება და შეფასება;
Ø  მოგებისა და ზარალის ანგარიშგების და სრული შემოსავლის ანგარიშგების მომზადების მეთოდები.
  • მოთხოვნების ბუღალტრული აღრიცხვა
Ø  მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა;
Ø  საეჭვო და უიმედო მოთხოვნების აღრიცხვა;
Ø  გრძელვადიანი მოთხოვნების აღრიცხვა
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა
Ø  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის არსი, სტრუქტურა და შეფასება;
Ø  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მოძრაობის უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვის მეთოდები;
Ø  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები;
Ø  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გადაფასების აღრიცხვა.
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
Ø  ძირითადი საშუალებების აღიარება, საწყისი შეფასება და მიღების აღრიცხვა;
Ø  ძირითადი საშუალებების გამოყენების აღრიცხვა (ცვეთის აღრიცხვა);
Ø  ძირითადი საშუალებების გადაფასების აღრიცხვა;
Ø  ძირითადი საშუალებების გასვლის აღრიცხვა

  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვაØ  არამატერიალური აქტივების აღიარება, საწყისი შეფასება და მიღების აღრიცხვა;
    Ø  არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია;
    Ø  არამატერიალური აქტივების გაუფასურების და გასვლის აღრიცხვა.
    • ვალდებულებების აღრიცხვა
    Ø  ვალდებულებების არსი და კლასიფიკაცია
    Ø  მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
    • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
    Ø  საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა შპს-ში
    Ø  საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა სააქციო საზოგადოებაში.
    • შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა
    Ø  შემოსავლების და ხარჯების შეფასება და აღიარება;
    Ø  ამონაგების და მასთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა;
    Ø  სახელმწიფო გრანტის და დახმარების აღრიცხვა.
    • ფულადი ნაკადების ანგარიშგება
    Ø  ფულადი ნაკადების ანგარიშგების მომზადების მეთოდების განხილვა
    Ø  ფულადი ნაკადების ანგარიშგების მომზადება პირდაპირი და ირიბი მეთოდის გამოყენებით.
    • საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგება
    Ø  საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგების სტრუქტურა;
    Ø  საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგების მომზადება

    კურსის ხანგრძლივობა: 36 საათი (2 თვე)
    ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი (კვირაში 2-ჯერ)
    კურსის ღირებულება600 ლარი
სერთიფიკატი: კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი

დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია კურსზე :
რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1OkgxdvKjRe3g1tOfzPqtgTOpD9DOi81hJPYrXVwtVW4/prefill

ტელ: (+995 32) 2 303 990, (+995 593424734, (+995 551) 424734
  • ქ.თბილისი, ქავთარაძის 16ა (35-ე საჯარო სკოლა, მე-4 სართული) ბოლო ოთახი
ელ. ფოსტა:  unico.ge@gmail.com
ვებ-გვერდი:  http://unico-unico-unicounico.blogspot.com
Facebook:   
https://www.facebook.com/profile.php?id=100001884034318

Комментариев нет:

Отправить комментарий